კახეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 26 აგვისტოს სტიქიამ ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა, დაუგეგმავი რთველი დაიწყო. ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს კრეფენ და სახელმწიფო კომპანიას აბარებენ. სახელმწიფო 1 კილოგრამ დასეტყვილ თეთრ ყურძენში 80 თეთრს იხდის, ხოლო საფერავში 1 ლარს.