Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში რამდენიმე სოფელში ვენახი დაისეტყვა


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შაქრიანში, გავაზსა და სანავარდოში ვენახები დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, სტიქიის შედეგად ძირითადად ვენახებია დაზიანებული. „სეტყვამ სოფელ გავზში ყურძნის მოსავალი თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა", - განაცხადა სესიაშვილმა. ყვარელში ყურძნის კრეფა ჯერ არ დაწყებულა.

XS
SM
MD
LG