Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე არჩევნების გადადების საკითხზე ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება


2 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელძე.

„პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს, მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება მობრძანდეს საკოორდინაციო საბჭოზე და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები“, - თქვა „TV პირველის“ ეთერში გამყრელძემ.

ნინო ლომჯარიამ „ფეისბუკის" გვერდზე დაწერა იმ პოლიტიკოსთა განცხადებების შესახებ, რომლებიც არჩევნების გადადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავენ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში.

„ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები... თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდპაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ“, - აღნიშნავს ლომჯარია.

XS
SM
MD
LG