Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

80 წლის ასაკში გარდაიცვალა როკჯგუფ Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი


Rolling Stones-ის წევრები: (მარცხნიდან) ჩარლი უოტსი, რონი ვუდი, მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი. 2016 წ. ფოტო.
Rolling Stones-ის წევრები: (მარცხნიდან) ჩარლი უოტსი, რონი ვუდი, მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი. 2016 წ. ფოტო.

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანული როკჯგუფის, The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი. ის ჯგუფში 1963 წლიდან გამოდიოდა.

მუსიკოსი გულის ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებდა ჯგუფის ტურნეში, რომლის დაწყება სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

უოტსი ერთ-ერთია The Rolling Stones-ის სამი მუსიკოსიდან, რომლებიც 30-ვე სტუდიური ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ. პირველი ალბომი, რომელსაც ჯგუფის სახელწოდება ჰქვია, 1964 წელს გამოვიდა. უკანასკნელი - Shine a Light - 2008 წელს.

2016 წელს მუსიკალურმა ჟურნალმა Rolling Stone-მა ჩარლი უოტსი ისტორიის უდიდეს დრამერების სიაში მე-12 ადგილზე დააყენა. 2006 წელს ჟურნალმა Modern Drummer-მა ის თავის დიდების დარბაზში შეიყვანა. ჟურნალ Vanity Fair-ს უოტსი შეყვანილი ჰყავს ყველაზე მოდური ადამიანების სიაში.

ჯგუფის შემადგენლობაში მას მოპოვებული აქვს ათობით ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ოთხი „გრემი“, ასევე ის შვიდჯერ შევიდა „გრემის“ დიდების დარბაზში.

XS
SM
MD
LG