Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში რეანიმაციული განყოფილების ფანჯრიდან კოვიდპაციენტი გადავარდა


რეანიმაციული განყოფილების ფანჯრიდან პაციენტი გადავარდა ბათუმის სამედიცინო ცენტრში (BMC).

„პაციენტი მესამე სართულიდან გადახტა. მის შეჩერებას მედდა ცდილობდა, თუმცა კოვიდინფიცირებულის გადარჩენა ვერ შეძლო", - უთხრეს კლნიკაში რადიო თავისუფლებას.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის პრესამსახურის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პოლიცია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

47 წლის კაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს რეანიამაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. კლინიკის ცნობით, გადმოვარდნამდე, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

XS
SM
MD
LG