Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმის განმარტებით, COVID 19-ით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს დელტა შტამი ჰქონდა


ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვლილი 7 თვის ორსულის მდგომარეობა ეტაპობრივად რთულდებოდა, ის კორონავირუსის დელტა შტამით იყო ინფიცირებული და არ იყო ვაქცინირებული.

„შემოსვლისას შეფასდა, როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ ვიცით რა, რომ დელტა შტამი ძალიან აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმე პოპულაციაში, მაინც გადაწყდა, რომ დაგვეტოვებინა გოგო ჩვენთან და ასეც ვიქცევით, როგორც წესი, სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში და ეროვნული პროტოკოლით დავიწყეთ მისი მკურნალობა. რაღაც დროის განმავლობაში შეინიშნა, რომ მას ნელ-ნელა გაუჭირდა სუნთქვა, გახდა ჟანგბადდამოკიდებული. ჩანდა აშკარად, რომ სისხლში ჟანგბადის გაჯერების პროცენტობა იყო იმაზე დაბალი, ვიდრე ადამიანის ფუნქციური განვითარებისთვის საჭიროა. მისი ეს ჟანგბადდამოკიდებულება უფრო გაღრმავდა და უკვე 12 აგვისტოს რეალურად დაგვიდგა საჭიროება, რომ გოგოს დავხმარებოდით ე.წ. CPAP მეთოდით, ხელოვნური ვენტილატორი გამოიყენება ამ დროს. რამდენიმე დღით მოხერხდა მისი დასტაბილურება, სამწუხაროდ, 13 რიცხვში უკვე გადავიდა რეანიმაციაში და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი სტაბილურობის გამყარება“, - ამბობს ექიმი ალექსი ვაჩაძე.

თბილისში, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ორსული ქალი დღეს გარდაიცვალა.

ბოლო 24-საათში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი დაიღუპა. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი.

გასული დღის განმავლობაში, 17 აგვისტოს აიცრა 25 241 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447.

XS
SM
MD
LG