Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა


ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" 28 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ტარიელ კუხიანიძემ თქვა, მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა.

"შემოყვანილი იქნა 30 რიცხვში, მძიმე მდგომარეობით, სუნთქვის უკმარისობით, ორმაგი პნევმონიით, 29 კვირის ორსული. მიუხედავად დაწყებული მედიკამენტოზური მდგომარეობის, სიმპტომური მკურნალობის, დღეს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა", - განაცხადა კუხიანიძემ.

28 წლის ორსულის გარდაცვალების მონაცემები ხვალინდელ სტატისტიკაში იქნება ასახული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია ინფიცირების 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მოვლენები COVID-ინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

XS
SM
MD
LG