Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი სახლის ადგილას ტყეა


ჩემი სახლის ადგილას ტყეა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00

2008 წლის ომის შემდეგ დაკარგულ ქართულ სოფლებში იქ ცხოვრების კვალი წაიშალა - სახლების, ხეხილის ბაღების, საძოვრების, სკოლების და ბაღების ადგილას უღრანი ტყეებია. მათ, ვინც სახლები ომის დღეებში დაკარგეს, დღესაც რამდენიმე წამი სჭირდებათ იმისთვის, რომ რუკაზე იპოვონ ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ.

კარალეთის დევნილთა დასახლება ერთ-ერთია იმ ათზე მეტი ახლად გაჩენილი დასახლებიდან, რომელიც ომის შემდეგ დევნილებისთვის გაშენდა. ამ ერთი შეხედვით ერთგვაროვან დასახლებაში ადამიანები ცდილობდნენ ისე განაწილებულიყვნენ, რომ მათ ქუჩაზე მათივე სოფლიდან წამოსულები ჰყოლოდათ მეზობლებად. ერთი ქუჩა ხეითიდან დევნილების არის, მეორე კეხვიდან და ასე. ტრიალ მინდორზე გაჩენილ ახალ სოფელში ხეხილიც დარგეს და ბავშვებსაც ზრდიან, მაგრამ მეტი სიხარულით მაინც იმ სხვა, ლიახვის ხეობის სოფლებში თავს გადახდენილ ამბებს ჰყვებიან, ვიდრე დევნილობის 13 წლის ისტორიებს.

XS
SM
MD
LG