Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიცავი "არარენტაბელური" მემკვიდრეობა - ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად აქცია იმართება


თბილისის ცენტრში მრავალწლიანი შენობის გადასარჩენად, სადაც ხელოვნების მუზეუმი არის, პუშკინის სკვერში აქცია იმართება. ეს უკვე დღეს მეორე აქციაა იმავე მოთხოვნით, თუმცა ეს უფრო ხალხმრავალია. აქციის ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები მისულიყვნენ.

"ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მოთხოვნებია:

  • ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა.
  • გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები.
  • კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.

ამ მოთხოვნებს უერთდებიან: ცირა ელისაშვილი, გოგი ხოშტარია, სოფო კილასონია, პაატა შამუგია, სულხან სალაძე, მარინე მიზანდარი, ნატა ფერაძე, თამარა ამაშუკელი, სიმონ მაჩაბელი, ალექსანდრე ჯანდიერი, ქეთუსია იგნატოვა, ეკა ჯაფარიძე, სოფო გორგაძე, დათო გაგოშიძე, გაგა ჩხეიძე, რუსუდან გოცირიძე, იკა ბობოხიძე, თეო ხატიაშვილი, ლანა ღვინჯილია, სოფო ჭყონია, ქეთი ბაქრაძე, ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, მაკა ჩიჩუა, ლაშა ბუღაძე, გია ბუღაძე, ლევან ბუთხუზი, ირაკლი ჟვანია, მაქსიმე მაჩაიძე, ანა კლდიაშილი, ელნურ ალისოი.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია დღეიდან, 5 აგვისტოდან უნდა დაიწყებულიყო და შენობა სრულად ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში უნდა დაიცალოს. ევაკუაციის 10-გვერდიან გეგმაში არ წერია, სად მიდის მუზეუმის ოქროს ფონდი.

XS
SM
MD
LG