Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი ტოკიო-2020-ს დოპინგის გამო ჩამოაშორეს


ბენიკ აბრამიანი
ბენიკ აბრამიანი

საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების წევრმა ბენიკ აბრამიანმა ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ დოპინგტესტი ვერ გაიარა და შეჯიბრებიდან მოხსნეს. უცხოეთის სპორტული სააგენტოების მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია დოპინგტესტების საერთაშორისო სააგენტომაც დაადასტურა.

ტოკიოს ოლიმპიადის სამედიცინო ლაბორატორიაში 31 ივლისს ჩატარებულმა კვლევამ 36 წლის ქართველი მძლეოსნის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოაჩინა და სპორტსმენს დროებით შეუჩერეს სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების უფლება.

ბენიკ აბრამიანს შეუძლია პირველი კვლევის შედეგი გაასაჩივროს და ბ-სინჯის გახსნა მოითხოვოს. თუკი ასე მოიქცევა, ანტიდოპინგური სააგენტოს საბოლოო ვერდიქტი შედარებით გვიან გამოცხადდება.

ბენიკ აბრამიანი ოლიმპიურ თამაშებში დღეს უნდა ჩაბმულიყო, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი მედლისთვის 5 აგვისტოს უნდა ებრძოლა.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და ანტიდოპინგურ სააგენტოს დოპინგსკანდალთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG