Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის გამოკვლევით, ყველაზე არასასურველ პარტიებს შორის ენმ ლიდერობს


საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულებას ასახავს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა.

შეკითხვაზე - რომელ პარტიებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ დაუჭერდით მხარს არცერთ გარემოებაში? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 30% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“;
  • 24% - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
  • 10% - „გირჩი“;
  • 10% - „პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი“;
  • 8% - „გირჩი - მეტი თავისუფლება
  • 7% - „ლეიბორისტული პარტია"
  • 5% - ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა"
  • 4% - „მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი
  • 4% -„სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე
  • 3%„საქართველოსთვის" - გიორგი გახარია
  • 3% - „ევროპული საქართველო" - გიგა ბოკერია
  • 3% - „ლელო" - მანმუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე
  • 3% - ერი - ლევან ვასაძე
  • 2%„ხალხისთვის" - ანა დოლძე
  • 2%„დროა" - ელენე ხოშტარია
  • 2% „თავისუფალი დემოკრატები - თამარ კეკენაძე
  • 1% „რესპუბლიკური პარტია" - ხათუნა სამნიძე
  • 1% „ევროპელი სოციალისტები
  • 1% - სხვა
  • 3% - არავინ
  • 20% - არ იცის
  • 8% - უარი პასუხზე

გამოკვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM); გამოკვლევის კოორდინატორი იყო ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლი, დოქტორი რასა ალიშაუსკინე.

მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი ინტერვიუს გზით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს.

XS
SM
MD
LG