Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Moderna-მ და Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს


აქტივისტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გლობალურ ხელმისაწვდომობას მოითხოვენ ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის შტაბბინის წინ ნიუ იორკში. 2021 წ. 14 ივლისი.
აქტივისტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გლობალურ ხელმისაწვდომობას მოითხოვენ ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის შტაბბინის წინ ნიუ იორკში. 2021 წ. 14 ივლისი.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა Moderna-მ და Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო თავიანთი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი იტყობინება ვაქცინების მიწოდების შესახებ კონტრაქტებზე დაყრდნობით. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ორივე კომპანიის ვაქცინებმა დაამტკიცა საკუთარი ეფექტიანობა.

Pfizer-ი 25%-ით გაძვირდა. ახლა ევროპულ ბაზარზე მისი ერთი დოზა 19,50 ევრო ღირს (ძველი ფასი 15,5 ევრო იყო).

Moderna-მ დაახლოებით 10%-ით გააძვირა თავისი ვაქცინა. ევროკავშირისთვის მიწოდების თაობაზე უკანასკნელ კონტრაქტებში მითითებულია, რომ ვაქცინის ფასი 25,50 დოლარია. პირველი შესყიდვის თაობაზე გარიგებისას მისი ფასი 22,60 დოლარი იყო, იუწყება Financial Times-ი.

Pfizer-ისა და Moderna-ს გამოცდის პირველმა ფაზამ აჩვენა, რომ ამ პრეპარატებს უფრო მაღალი ეფექტიანობა ახასიათებს, ვიდრე AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ს.

Moderna-მ დაადასტურა, რომ თავდაპირველად შეთანხმებულზე უფრო მცირე მოცულობის შეკვეთები უფრო მაღალ ფასებში შესრულდება. Pfizer-მა კი უარი თქვა ევროკავშირისთვის განკუთვნილი ვაქცინების ფასების კომენტირებაზე.

XS
SM
MD
LG