საბა ბუაძის თანახმად, მმართველ ძალას მაინც მოუწევს ვალდებულებების შესრულება:
"გუშინ "ქართულმა ოცნებამ" უტიფრად უარი რომ განაცხადა ვალდებულებების შესრულებაზე, არ ნიშნავს იმას, რომ არ მოუწევთ ამის შესრულება, რადგან ამ შეთანხმებას, საბედნიეროდ, ჰყავს გარანტორი - ესენი არიან ევროკავშირი და შეერთებული შტატები. ამ პროცესში იყვნენ ჩართულები უმაღლესი თანამდებობის პირები. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა ამ ყველაფრისთვის და მათ მოუწევთ ვალდებულებების შესრულება!".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით:
"ეს არის ძალიან ცხადი ნაბიჯი გადადგმული დესტაბილიზაციისკენ.
"ქართული ოცნება" აგრძელებს ყველა ილეთის გამოყენებას ხელისუფლებაში დასარჩენად და ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ.
მე მგონი, ძალიან ნათელია, სადაც მივექანებით. არ არის აუცილებლი "ქართული ოცნება" კრემლში დადიოდეს ვიზიტით. ესეც ძალიან მალე იქნება.
მათი პრორუსულობა გამოიხატება მათ საქციელში. ეს არის რუსული პოლიტიკური კლასისთვის დამახასიათებელი საქციელი".
საბა ბუაძეს აქვს საზოგადოეობის იმედი, მე იმედი, რომლის არჩევანიც მკაფიოდ დასავლურია:
"მიზანმიმართულად პოლიტიკური პროცესის მოგუდვა ხდება საქართველოში, რომ ივანიშვილთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ჯგუფებმა აწარმოონ ამ ქვეყანაში რაღაც კონკრეტული პროცესები. ჩვენი პოლიტიკური პროცესის მიმართ უნდა დავაბრუნოთ რწმენა. ეს არის ჩვენი ვალდებულება როგორც პოლიტიკოსების, როგორც მოქალაქეების, რომ ხალხს ვუთხრათ - არჩევნებს აქვს აზრი და ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ცვლილებები არის შესაძლებელი".