Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა მამულაშვილი - "რუსულ თამაშს თამაშობს ეს მავნებელი ძალა და ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამ რუსულ თამაშში!"


გადმოწერა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარლამენტის წევრი, ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც 28 ივლისს მმართველმა ძალამ გამოაცხადა 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე, არის პროცესის კულმინაცია, როცა ""ქართულმა ოცნებამ" ღიად ომი გამოუცხადა დასავლეთს, არა მხოლოდ საკუთარ ხალხს".

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, ნონა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" განაცხადა, რომ პარტია კონსულტაციების პროცესშია:

"ჩვენ, როგორც კონსტრუქციული ძალა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყანა კრიზისში არ დაბრუნდეს.

რუსულ თამაშს თამაშობს ეს მავნებელი ძალა და ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამ რუსულ თამაშში. უნდა შევძლოთ ის, რომ კვლავ კრიზისში არ დაბრუნდეს ქვეყანა.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კონკრეტულად პარტიის ინტერესების გამო ქვეყანა ვანგრიოთ. არ შეიძლება და არ გავაკეთებთ!".

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას, ნონა მამულაშვილმა უპასუხა:

"მმართველმა ძალამ დატოვა ეს ხელშეკრულება და ხელი მოვაწეროთ ვისთან - ოპოზიციურ პარტიებთან? და რა გავაკეთოთ მერე?..".

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიამ არაერთხელ განმარტა, რატომ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, თუმცა ასევე აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვნად თვლიდნენ შეთანხმებაში ასახული რეფორმების განხორციელებას.

ნონა მამულაშვილის განცხადებით, "ვხედავთ, როგორ ამყარებს "ქართული ოცნება" დიქტატურას".
XS
SM
MD
LG