Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის საარჩევნო დაპირება "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" იქნება


თბილისის მერი და მერობის მომავალი კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მისი საარჩევნო დაპირება "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში". ახალი დაპირების შესახებ მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"რაც შეეხება ჩვენს მომდევნო დაპირებას, ხედვას, საარჩევნო სლოგანს, რა თქმა უნდა გამომდინარეობს "სიცოცხლით სავსე ქალაქიდან". ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელიც შეიქმნა და განხორციელდა სხვადასხვა პროექტების სახით. გვინდა მეტი, გვინდა მეტი მწვანე სივრცე, მეტი რეკრეაციული სივრცეები, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვინდა მეტი სოციალური და ჯანმრთელობის მიმართულებით პროექტები და გვინდა მეტი საბავშვო ბაღი იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში აღიზარდონ. შესაბამისად, ჩვენი მომდევნო ოთხი წლის დაპირება იქნება - "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში", - თქვა პირდაპირი ეთერის დროს კახა კალაძემ.

კალაძე "ქართლმა ოცნებამ" მერობის კანდიდატად 20 ივლისს დაასახელა. ის ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან პრეზენტაციის შემდეგ არ მისულა. ადგილზე 10-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი იყო მისული.

XS
SM
MD
LG