ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად ხშირად კითხულობენ, რამდენად შესაძლებელია კოვიდსაბუთების გაყალბება და მოგზაურობა ყალბი დოკუმენტებით. ამას წინათ ბერლინის აეროპორტის პოლიციამ აღმოაჩინა კოვიდის ტესტირების 2 გაყალბებული სერტიფიკატი, რომლებიც ქართული ლაბორატორიის ბლანკზე იყო დაბეჭდილი. ამ ინციდენტის შესახებ გვიამბობს ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე.