Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოანე გამრეკელი ქმედებების გამართლებას ძველი აღქმის პასაჟებში მკრეხელურად ეძებს - გიორგი ტიგინაშვილი


მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის სიტყვებს ანტიქრისტიანულად, ძალადობის შემცველად და პროფანირებულ ქრისტიანობად აფასებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, მისი თქმით, ეკლესიაში არც ერთი მღვდელმთავარი არ ციტირებს ახალი აღთქმის პრინციპებს, არ მისდევს მას და ეძებენ ისეთ ადგილებს ძველ აღთქმაში, რაც მათ ქმედებებს ლეგიტიმაციას შესძენს, რასაც გიორგი ტიგინაშვილი მავნებლობად და მოყვასისადმი „ირაციონალურ დამოკიდეულებად" აფასებს.

მისი თქმით, იესო ქრისტემ განკაცებულმა მაცხოვარმა, ძველი აღთქმის სჯული გააუქმა თავიდან ბოლომდე. ამასთან ბიბლიის ეს ტექსტები სადაც მეტი სიხისტე და სიმკაცრე გამოსჭვივის ღმერთის რაობის, მისი ხასიათის შესახებ, ეს იყო მაშინდელი ებრაული თემის აღქმა და მათი გაგება ღმერთის, როგორც აბსოლუტის, რომელიც იყო დესპოტური ძალაუფლების მქონე.

„შესაბამისად დღეს ახალი აღქმის მღვდელმთავარი როცა პოზიციონირებს იმგვარად, რომ ძველი აღთქმისეულ პასაჟებს, განაზრებებს, სენტენციებს გვთავაზობს. ეს, არის რა თქმა უნდა, მკრეხელობა, აბსოლუტურად არაკონტექსტური და მიუსადაგებელი ახალი აღთქმის ეკლესიის სასულიერო პირისათვის“, - ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

მისი სიტყვებით, ქრისტეს 9 ნეტარებაში არსად გვხვდება მშობლის მიერ შვილზე ხელმწიფების, დამუნათების, ძალადობის გამოყენება.

„ძალიან სიმბოლური იყო მეუფე იოანე გამრეკელის რიტორიკა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკლესიის ეპისკოპატი არის ჩარჩენილი ძველი აღთქმისეული სინედრიონის ცნობიერებასა და აზროვნებაში, რომლებმაც სწორედ სჯულის კანონების მიხედვით გაასამართლეს იესო ქრისტე და ჯვარს აცვეს მამის სჯულის დარღვევისათვის“, - ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

ქუთათელ-გაენათლემა მიტროპოლიტმა იოანე გამრკერელმა განაცხდა, რომ მოსეს სჯულის თანახმად "ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო".

მიტროპოლიტ იოანეს მიერ მოსეს სჯულის ციტირებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა დეკანოზი თამაზ ლომიძე და მოუწოდა სასულიერო პირებს ნუ ციტირებენ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს, მოსეს სჯული და ხშირად მისი მკაცრი კანონი ებრაელებისთვის იყო განკუთვნილი, რათა "რჩეული ერი წმინდად შენახულიყო ქრისტეს მოსვლისთვის".

"თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო. ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული", — წერს დეკანოზი.

XS
SM
MD
LG