Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღირსების მარში“ და სიძულვილის ჯგუფების კონტრაქცია - განახლებადი ინფორმაცია

  • დღეს პრაიდის კვირეულის ბოლო დღეა, რომელიც ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. მარშის ჩაშლას აანონსებენ ჰომოფობიური ჯგუფები.
  • ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს უნდა გაიმართოს. მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვენ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებას და საკუთარი მოქალაქეების დაცვას.
  • სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების გარდა მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. ამჯერაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებს მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

გიორგი თაბაგარი, ანა სუბელიანი და სოფო კუჭავა რადიო თავისუფლებას ამ დღეზე უყვებიან.

სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ 5 ივლისს რუსთაველზე "თბილისი პრაიდის" საწინააღდმეგო აქციაზე, რომლის გაშუქების დროსაც 55 ადამიანი, მათ შორის 52 ჟურნალისტი დაშავდა. დღის ბოლოს საპატრიარქომ თქვა, რომ "ლოცულობდა ჟურნალისტებისთვის."

🔸ნიკო ნერგაძის ახალი ბლოგი 👇

რუსთაველის გამზირიდან პოლიციას გაყავს მედიის წარმომადგენლებიც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG