Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღირსების მარში“ და სიძულვილის ჯგუფების კონტრაქცია - განახლებადი ინფორმაცია

  • დღეს პრაიდის კვირეულის ბოლო დღეა, რომელიც ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. მარშის ჩაშლას აანონსებენ ჰომოფობიური ჯგუფები.
  • ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს უნდა გაიმართოს. მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვენ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებას და საკუთარი მოქალაქეების დაცვას.
  • სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების გარდა მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. ამჯერაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებს მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოხსნეს. ევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს.

არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

"მოვედი, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე, მოვილოცე... შეურაცხყოფის მოყენება დაგვიწყეს ჟურნალისტებმა - გვიწოდეს პუტის მონები... გამოვედი მდგომარეობიდან და ხელი მოვუქნიე, მე ამას ვაღიარებ", - ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული მურად დევლარიშვილი.

"მოძღვარი დავინახე, მინდოდა მისთვის პური მიმეტანა… გამექცა მოტოციკლი, ბოლოს ხელი გამეშვა, ვიგინებიდი და ვყვიროდი - ამის დედა… - მივხვდი, რო ვერ ვაჩერებდი... თუ თვლიან, რომ მე ვიძალადე და ასე მწირავენ, გამწირონ… საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი…” - ჰყვება სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული ზაზა ჭაავა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG