სად დაიკარგა "ასტრაზენეკა"?
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ბოდიში მოიხადა "ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტის გამო. ამირან გამყრელიძემ უხერხულობა, რომელიც შეექმნათ მოქალაქეებს, ე.წ. "ლოგისტიკის პრობლემით" ახსნა, თუმცა მეორე დოზით აცრის გადავადებამ არაერთ ადამიანს დაუნგრია გეგმები. დღეს გადავწყვიტეთ გავესაუბროთ ერთ-ერთ მათგანს - მხატვარ დავით მელიქიშვილს.