Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის პანსიონის საქმის მოწმეზე მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ნინოწმინდის პანსიონის საქმის მოწმეზე სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ყოფილი აღსაზრდელის ბიძა დააკავეს. ინფორმაცია პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მუქარის შესახებ გამოძიებას მოწმის ადვოკატმა აცნობა.

"ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური... ბრალდების მხარე, ჩ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარობს. ამ მუხლით მუქარისთვის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი, რომელიც დღეს 19 წლისაა და იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რა ხდებოდა პანსიონში წლების განმავლობაში. ამბები, რომელსაც ის ჰყვება, 2006-2007 წლიდან იწყება.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

XS
SM
MD
LG