Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: თუ სააკაშვილი არჩევნებში ჩაერევა, განვიხილავთ უკრაინასთან


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთოები მზარდი დინამიკით განვითარდება და ამ ურთიერთობებზე გავლენას არ მოხდენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.

მისი თქმით, თუ ადგილობივი თვითმმათველობის არჩევნების წინ სააკაშვილი ეცდება პროცესში კანონდარღვევით ჩარევას ამას უკრაინულ მხარესთან განიხილავენ.

"ჩვენთვის მთავარია არ იყოს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა, ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობისთვის მიუღებელია და არ ითვალისიწინებს უცხო ქვეყნს მოქალაქის ჩარევას უცხო ქვეყის საარჩევნო პროცესებში. ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან განვიხილავთ, ისე რომ ჩვენი ურთიერობები არ დაზარალედეს და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პატივი სცენ საქრთსლოს კანონდებლობას და ჩვენს სახეომიფოებრიოაბს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრაში. მას შემდეგ რაც საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების ერთბლივი ბრიფინგი დასრულდა.

მისი სიტყვებით უკრაინის პრემიერმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ახდენს გავლენას საქართველოსთან მიმარტებით უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე.

„ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა კარგად იციან ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და ჩვენს კანონებს, როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო და ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც სტრარტეგიულ პარტნიორს და მეგობარს ეს ვუთხარით და ეს არის ნაბიჯი რაც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში. ამიტომ მას შემდეგ რაც ელჩი გამოწეული იყო ჩვენ ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა და კონტაქტი. მე ვიყავი მუდმივ ხაზზე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და ვმსჯელობდით იმაზე , როგორ გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან და ძაკიან კარგია, რომ ელჩი დაბრუდა და დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობები მზარდი დინამიზმით განვითარდება“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ურთიერთობა დაიძაბა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. საქართველოს მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაბრუნდა. ელჩის დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია კიევში ელჩის სასწრაფოდ დაბრუნება. 21 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები ზელენსკი და ზურაბიშვილი შეთანხმდნენ ელჩის დაბრუნებაზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვიან ღამით ესტუმრა. დღეს დილით გაიმართა მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რომელიც სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG