"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" - ამ სახელწოდების აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობის რეაგირებას, რომ მიეცეს სახალხო დამცველს ამ პანსიონში შესვლის საშუალება.
"სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა და მონიტორინგის განხორციელება. პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ პრობლემის გადაჭრაში, დააყენოს ეს ამბავი დღის წესრიგში, მოუწოდოს მთავრობას მოქმედებებისკენ და შესაბამისად დაიცვას იქ მყოფი ბავშვების უფლებები", - ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა.
პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დაწესებულებაში არ უშვებენ არც სახალხო დამცველს და არც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. ამავე შინაარსის აქცია-პერფორმანსი გაიმართა გუშინ თბილისის სხვადასხვა ადგილას.