„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 30 მაისს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება და მის მიერ პარტიის დაფუძნება შეაფასა და თქვა - ცინიკურია, როდესაც ყოფილი პრემიერი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და, სულ ცოტა ხნის წინათ, საარჩევნო სიის პირველი ნომერი კორუფციასა და ნეპოტიზმზე ლაპარაკობსო. გახარიას პარტია არის „ქართული ოცნება 2“, - თქვა ხაზარაძემ და დასძინა, სწორედ გახარიაა პასუხისმგებელი იმ დანაშაულებრივ კორუფციულ გარიგებებზე, რომელიც ქვეყანაში განხორციელდაო.
ყველაზე პოპულარული
1