შეერთებული შტატები პირბადეს ემშვიდობება - სრულიად ვაქცინირებულებს საშუალება აქვთ ნელ-ნელა ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ამავე დროს, აქ მზად არიან აცრან არა მარტო ამერიკის მოქალაქეები,არამედ პრაქტიკულად ყველას, ვინც იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე, შეუძლია აიცრას შეერთებულ შტატებში აღიარებული ნებისმიერი ვაქცინით. მამუკა კუდავა, საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, რომელიც საქმიანი ვიზიტით იმყოფება ნიუ-იორკში, გვიამბობს, როგორ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს აიცრან ამერიკაში.