Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, მმართველმა პარტიამ განიხილა წინასაარჩევნოდ კანდიდატების შერჩევის წესი


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების" ოფისში დასრულდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. მამუკა მდინარაძის თქმით, მათ განიხილეს „შარლ მიშელის დოკუმენტის" შესრულებისა და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდ ამის მზაობა აქვს.

მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად გავიარეთ იყო ის გეგმა, რაც „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების რაიონებში. იცით, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, შესაბამისი წესების დადგნენ არის შიდა სამზარეულო, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია“, - თქვა მდინარაძემ.

საქართველოში მუნიციპალური არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

XS
SM
MD
LG