დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით, 2021 წლის 14 აპრილიდან მაისის 15 რიცხვამდე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა სულ 4 ჯგუფი 54 პირის შემადგენლობით.
ისინი ბრანდენბურგი და ბადენ-ვურტემბერგში მარწყვის მოსავლის იღებენ და სატაცურის დაკრეფის სამუშაოებში არიან ჩართული.
გერმანიიდან შემოსული 27 ვაკანსიიდნ, სადაც 632 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი საქართველომ 730 განაცხადი უკვე გაგზავნა.
არიან თუ არა კმაყოფილები თავად დასაქმებულები და როგორ აფასებს პროგრამის საწყის ეტაპს დასაქმების სააგენტო?
ამ ეტაპზე, ისევე როგორც ყველა სხვა წამოწყებას, აქვს როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე გამონაკლის შემთხვევაში ცალკეული გამოწვევებიც, რაც დაკავშირებული არის გერმანელი დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვან შესრულებასთან.
მსგავსი გამოწვევის, საკითხის/გაუგებრობის, გადაჭრა ხდება გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოსთან კოორდინაციით, რომლებიც ქართული მხარის მიერ, დაუყოვნებლივ არიან ინფორმირებული წარმოქმნილი საკითხის შესახებ.
რომელი რეგიონებიდან არიან წასულები საქართველოს მოქალაქეები?
რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ამ კუთხით ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) კრიტერიუმი არის რეგიონი, ამ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა აჭარაში, გურიაში, ზემო იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და სამეგრელოში, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქვემო ქართლი, შესაბამისად, ეტაპობრივად დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.
იქიდან გამომდინარე, რომ სეზონური დასაქმების პროგრამა არ არის ერთჯერადი, სააგენტოში აცხადებენ რომ პროგრამა გაგრძელდება არა მხოლოდ 2021 წელს, არამედ შემდეგ წლებშიც და რეგიონების მოცვა მოხდება ყოველწლიურად.
თუ არის ახალი ნაკადის გამგზავრების პარიოდი, და რომელ ქალაქში წავლენ საქართველოს მოქალაქეები?
"პროგრამის ფარგლებში დამატებითი ჯგუფების გამგზავრების სავარაუდო თარიღი არის სხვადასხვა, და მოიცავს დასაქმებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში როგორც ზაფხულის, ასევე შემოდგომის სეზონურ სამუშაოებზე." - განუცხადეს რადიო თავისუფლებას დასაქმების სააგენტოში
აპრილში გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების სეზონურ სამუშაოებში დასაქმებისთვის კვოტას 10-ჯერ გაზარდა და 5000 ადამიანის დასაქმება შეუძლია სეზონზე.
დასაქმების სააგენტოში განმარტავენ, რომ გერმანული მხარე ვაკანსიებს მოაწვდის ქართულ მხარეს იმ შემთხვევაში თუ მისი პირობები იქნება თანხვედრაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების პრინციპებთან.
თუკი გერმანიაში კონკრეტული პირის დასაქმება გადაწყდება, სამუშაოს მაძიებელმა საკუთარი ხარჯით უნდა დაამზადოს ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა ნომერი 100, პასპორტი, სამგზავრო ბილეთი ორივე გზაზე და PCR ტესტი. დასაქმების ხანგრძლივობაა კვირაში ხუთი-ექვსი დღე და რვა-ათი საათი დღეში, მინიმალური ხელფასი 9,50 ევრო საათში. ამ თანხას გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.