მაისის დასაწყისიდან ინდოეთში შედარებით გამკაცრდა რეგულაციები, თუმცა ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, კოვიდი დავამარცხეთო, ძალიან დაიგვიანა - სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავაც შეშფოთებას იწვევს მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ინდოეთი ცდილობს გააგრძელოს ჩვეული ცხოვრება. აი, რას გვიამბობს თამარ ლაშაური, ქართველი დიზაინერი, რომელიც ინდოეთის დედაქალაქში მუშაობს.