Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი მელიაზე: შეიძლება მომავალში ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ჯგუფური ძალადობა არ იყო


პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ლიდერი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ თუ ამნისტიის კანონი "სისხლის სამართლის კოდექსის" ყველა მუხლს არ შეეხება, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინააღმდეგ მომავალში გამოძიება სხვა მუხლითაც დაიწყოს. ვიცე-სპიკერმა ამის შესახებ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე საუბრის დროს განაცხადა.

"მხოლოდ 225-ე მუხლის მიყენება მელიასთვის მომავალში, შეიძლება, არც იყოს საკმარისი და ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ჯგუფური ძალადობა არ იყო - ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედება იყო, რომელმაც მძიმე შედეგები გამოიღო..." - თქვა გია ვოლსკიმ.

2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული. ოპოზიციის შემუშავებული კანონპროექტი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველა იმ პირს, ვის მიმართაც სისხლის სამართლის საქმის წარმოებაა დაწყებული. მმართველი გუნდის კანონპროექტით, პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად არ არის საჭირო დაზარალებულის თანხმობა და ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

XS
SM
MD
LG