Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ საპატიო საკონსულო გახსნა დონბასში


ქალაქ სლავიანსკის ერთ-ერთი სკვერი
ქალაქ სლავიანსკის ერთ-ერთი სკვერი

ლატვია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საპატიო საკონსულო გახსნა კიევის კონტროლის ქვეშ არსებული დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება უკრაინაში ლატვიის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე დაყრდნობით.

როგორც საელჩო იუწყება, სლავიანსკში დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიხარდ კოლსმა. ხოლო ლატვიის საპატიო კონსულად დაინიშნა ადგილობრივი მცხოვრები, ალექსანდრ პავლენკო.

საზეიმო ცერემონიაზე რიხარდ კოლსმა განაცხადა, რომ საკონსულოს გახსნა სლავიანსკში ლატვიის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის მორიგ ნიშანს წარმოადგენს.

ლატვიას თავისი საპატიო საკონსულოები გახსნილი აქვს ასევე ლვოვში, ჩერნიგოვში, ოდესაში, ზაპოროჟიესა და ჩერნოვცში.

დონბასელი სეპარატისტების ამბოხების შემდეგ, 2014 წლის გაზაფხულზე დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი სასტიკი ბრძოლების ეპიცენტრად იქცა. 7 წლის წინ, 12 აპრილს, სეპარატისტული „დონბასის სახალხო ლაშქრის“ მებრძოლებმა ქალაქი ხელთ იგდეს და აკონტროლებდნენ 5 ივნისამდე, ვიდრე უკრაინის არმიამ ბრძოლებით მისი დატოვება და ჯერ კრამატორსკში, შემდეგ კი დონეცკში გადასვლა არ აიძულა.

XS
SM
MD
LG