Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3-დან 12 მაისის ჩათვლით იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა


საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა უკავშირდება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებს, რომლებიც 4-დან 11 მაისამდე გამოცხადდა და რომლის მიზანიც მობილობის შემცირებაა. გიორგი ღიბრაძის განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლას.

დღესვე, 26 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე მისვლა შეიზღუდება, ხოლო აღდგომის ღამეს 3 საათით შემცირდება კომენდანტის საათი და იგი 1 მაისის 23 საათიდან 2 მაისის 4 საათამდე იმოქმედებს.

XS
SM
MD
LG