კორონავირუსის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა ძალადობის მაჩვენებელი ოჯახებში. განსაკუთრებით გაიზარდა ძალადობა ქალებზე, მოხუცებსა და ბავშვებზე. გადაადგილების შეზღუდვა და ჩაკეტილობა არაერთი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ ძალადობას და რა უნდა ვიღონოთ, თუკი თავად აღმოვჩნდით ძალადობის მსხვერპლი? ამ კითხვით მივმართეთ ფსიქოლოგ მაია ცირამუას.