Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე: მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია


კოალიცია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი თავის პარტნიორს გიორგი ვაშაძეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერის გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ მან "TV პირველთან" ისაუბრა.

"მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი, რომელიც იმ საარჩევნო სისტემას, რომელზეც მე და გიორგი ვაშაძეს არაერთხელ გვისაუბრია, ეს ის დოკუმენტი არ არის... მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია. ეს უკვე მისი პრობლემაა", - განაცხადა ჩარკვიანმა.

შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ყველა პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი". ამ პარტიების სიით მოხვედრილი დეპუტატებიდან ხელი შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა.

XS
SM
MD
LG