"არ დავთმობთ ბულვარს" - ბათუმელები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 140 წლის ბულვარის დასაცავად ისევ გამოვიდნენ.
ზღვისპირა პარკის კოლონადებთან შეკრებილი ბათუმელები მოითხოვდნენ, სასწრაფოდ დამტკიცდეს ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც 2 წლის განმავლობაში მუშავდებოდა სპეციალისტების მიერ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ აგრეთვე ბულვარის შუაგულში მიმდინარე 19-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობას.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ აგრეთვე ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პარკის სანაპიროს მრავალწლიანი იჯარით გასხვისებას.
ბულვარის დამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რიონის ხეობის დამცველებს.