Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ადასტურებს ბათუმში 6 პირის დაკავებას


საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში დაკავებულია 6 პირი, რომლებსაც ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. შსს-ს თანახმად, ეს პირები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარაში დააკავეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული რ.წ., 1993 წელს დაბადებული ფ.წ., 1997 წელს დაბადებული თ.ჭ., 1995 წელს დაბადებული თ.ჭ., 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ.

მიუხედავად იმისა, რომ შსს მხოლოდ ინიციალებს ასახელებს, ცნობილია, რომ დაკავებულთა შორის არიან მოჭიდავეები, ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.

შსს-ს თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა“.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ან მასში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები წულუკიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციის მიერ ბათუმში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში.

2021 წლის იანვარში წულუკიძეები მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა მინარეთის მშენებლობის შესახებ გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG