გოჩა აბაშიძე პროფესიით კინომცოდნეა. ამჟამად ის ღვინის კომპანია "გიუაანის" პიარის სამსახურს ხელმძღვანელობს, თუმცა სამსახურში დაბრუნებას მხოლოდ ამ დღეებში აპირებს - გოჩამ მთელი თვე-ნახევარი გაატარა რეანიმაციაში, კოვიდის ვირუსთან ბრძოლაში. "ისე მოხდა, რომ 22 კატეს შემდეგ ცოცხალი ვარ", ამბობს გოჩა და გვიამბობს თავისი ავადმყოფობის ისტორიას.