ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა.
ამ კვირაში, კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება.
1 აპრილს, ევროპარლამენტართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის წინადადებებს. განცხადებაში საუბარია მოსალოდნელ შედეგებზეც, მათ შორის, საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე.