Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს


ფინანსთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავად დაწერა "ფეისბუკზე".

მაჭავარიანი თავის პოსტში თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.

"თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო", - აცხადებს მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის ივლისიდან მუშაობდა.

XS
SM
MD
LG