"ცხადია, ვმსჯელობდით პრეზიდიუმზეც და ცალკეც, მე და ზვიადი. სხვათა შორის, ვუთხარი, იქნებ 26 მაისს დავამთხვიოთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომ გაორმაგება არ მოხდეს მეთქი. და მითხრა მარტივი რამ, რაც მერე საჯაროდაც გაიმეორა: ჩვენ რითი შეგვიძლია პატივი მივაგოთ დაღუპულებსო? მარტო ამითო."
ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებთ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა.
ეპიზოდი 11 - აკაკი ასათიანი