Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააპატიმრეს ნავალნის ახლო მოკავშირის მამა


იური ჟდანოვი, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის მამა
იური ჟდანოვი, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის მამა

რუსეთში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირის და მისი ანტიკორუფციული ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის მამა.

ჟდანოვმა 19 მარტს სოციალურ მედიაში გაავრცელა ცნობა, რომ მისი 66 წლის მამა, იური ჟდანოვი, გასული კვირის ბოლოს წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ 26 მარტს გაჩხრიკა დონის როსტოვში მდებარე მისი ბინა.

"ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემს, და ჩემი საქმიანობის გამო დაიწყო" - წერს ჟდანოვი და დასძენს, რომ მამამისის დაპატიმრება არის
"ბოროტების და ზნედაცემულობის აბსოლუტურად ახალი სიმაღლე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან".

ჟდანოვის თანახმად, გასულ ზაფხულს პენსიაზე გასვლამდე მისი მამა წლების განმავლობაში მუშაობდა მოშორებით მდებარე პატარა ქალაქის ოფიციალურ პირად. გამომძიებლები ახლა იური ჟდანოვს ბრალს იმაში სდებენ, რომ მან ქალაქის ადმინისტრაციას ურჩია ადგილობრივი ქალისთვის სუბსიდირებული ბინა გამოეყოთ, თუმცა მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ ამ ქალის ოჯახს წარსულში უკვე მიღებული ჰქონდა დახმარება საცხოვრებლისთვის. ბინა მოგვიანებით კვლავ მუნიციპალურ მფლობელობაში გადავიდა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის პასუხისმგებლობა არავისთვის დაუკისრებიათ.

XS
SM
MD
LG