Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაგნიტსკის აქტის" ევროპული ანალოგით სანქციები დაუწესდა 11 პირსა და ოთხ კომპანიას


ევროკავშირმა დაამტკიცა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქისა და ოთხი კომპანიის მიმართ. მათი ვინაობა და სახელწოდებები 22 მარტს გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება.

შეზღუდვები დაწესდა ახლახან ძალაში შესული მექანიზმის, „მაგნიტსკის აქტის“ ევროპული ანალოგის საფუძველზე. სანქციების სიაში შედიან რუსეთის, ჩინეთის, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის, ერითრეის, სამხრეთ სუდანისა და ლიბიის მოქალაქეები.

ადრე სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის ოთხი მოქალაქე - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები: გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ კალაშნიკოვი და როსგვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი. ისინი პირველები არიან, ვის მიმართაც გამოიყენა ბრიუსელმა ახალი მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და გასამართლებასთან სავარაუდო კავშირისთვის.

XS
SM
MD
LG