Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკების მაგიდაზე რეალურად არაფერი იდო


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ამბობს, რომ მინიმუმ უსინდისობაა იმაზე საუბარი, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც და ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე რეალურად არაფერი იდო:

"1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი

რეალურად არ იდო არაფერი

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ "არაფრის" გაუარესებული ვერსია

გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის)

ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური

ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს

არც აპირებდა

ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა

SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ

ესაა მოცემულობა

პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უშედეგოდ დასრულდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, თბილისი დღეს, 19 მარტს, დილით დატოვა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს.

XS
SM
MD
LG