Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინაშვილი: დავხატეთ გამოსავალი - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი არჩევნები


აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი

„ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ოპოზიციის მხრიდან დათმობას წარმოადგენდა. მინაშვილის თქმით, საბოლოოდ, მმართველი პარტიის ხისტი პოზიციის გამო ვერ შედგა შეთანხმება.

„ჩვენ ამ მოლაპარაკებაში აქტიურად ვმონაწილეობდით, იმიტომ, რომ მთავარი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყო. ამის შემდეგ, როცა ჩვენ დავინახეთ ხელისუფლებისგან ასეთი უპასუხისმგებლობა, მოლაპარაკების სივრცე შეიზღუდა. როცა საუბარია ქვეყანაში არსებულ კრიზისზე, როცა ადამიანებს უჭირთ ცხოვრება და ეს სირთულეები უფრო და უფრო მძიმე ხდება, მარტივად დავხატეთ გამოსავლის გზა - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციამ დათმო თუნდაც იმ კუთხით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავმჯდომარე დააკავეს და სპეცოპერაცია ჩაატარეს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მაინც ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებაში, გარკვეულწილად შევარბილეთ საპროტესტო მუხტი. იმიტომ, რომ მიგვაჩნდა მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი იყო მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, გზამდე რომლითაც ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოხდებოდა. „ქართული ოცნება" საუბრობდა, თითქოს იზიარებდნენ ჩვენი პარტნიორების პოზიციას, დღეს კი მათ ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს. „ქართული ოცნების" ხისტი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების გამო დღეს შეთანხმება არ შედგა", - განაცხადა მინაშვილმა.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტრიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

XS
SM
MD
LG