Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოცირების საბჭო: "2020 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული"


"ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო." - წერია ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ოდირის მიერ გამოვლენილი ნაკლოვავნებების გამოსწორება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმით საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და აქციოს ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ხელსაყრელად.

საბჭომ სინანული გამოეხატა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების გამო." ევროკავშირი მოუწოდებს მოუწოდებს ყველა მხარეს გააძლიერონ ძალისხმევა ვითარების დეესკალაციისთვის და საერთო ინტერესების შესაჯერებლად. ასოცირების საბჭო თანხმდება, რომ ყველა აქტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციით, საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსავლის მოსაძებნად."

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ აქტორებს თანამშრომლობისა და საქართველოში ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას - დემოკრატიული ინსიტუტების შემდგომი გაძლიერების, პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განსახორციელებლად. ორივე მხარემ აღნიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული კომუნიკაციასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული თანამშრომლობის საჭიროება.

XS
SM
MD
LG