Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა ბლოგერმა, იჰარ ლოსიკმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და ხელის გადაჭრას შეეცადა


ბელარუსის რეჟიმის მიერ დაპატირებულმა ბლოგერმა, ტელეგრამის არხის, „ბელარუსის თავის ტვინის“ ავტორმა იჰარ ლოსიკმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და ხელის გადაჭრას შეეცადა გამომძიებლის თვალწინ, რომელმაც მას ახალი ბრალდება წაუყენა. ამის შესახებ იწუყება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური, რომელთანაც დაპატიმრებამდე თანამშრომლობდა იჰარ ლოსიკი.

წუხელ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა იჰარ ლოსიკის წერილი, რომელიც პოლიტპატიმრის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

„ილუზიები არ მაქვს, ვფიქრობ, რომ გავა ხუთი წელი და მე აქ მოვკვდები. არ მაქვს სურვილი რაიმე გავაკეთო, რამდენი რამე გაკეთდა და ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, არავის არაფერი არ აღელევებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ არაფერი შეიცვლება. ყველას ჩააჯენენ, სხვები წავლენ ან დამშვიდდებიან, რუსეთი დაეხმარება ფულით და ასე გაგრძელდება რამდენიმე წელი. დავიღალე კარგის ლოდინით და იმედით, პასუხად მთელი რვა თვის განმავლობაში ყოველ კვირაში ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესი ხება“, - წერს ლოსიკი.

ბელარუსმა სამართალდამცველბმა იჰარ ლოსიკი დააკავეს შარშან 25 ივნისს, რასაც წინ უძღოდა მოწმეების თანდასწრებით მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკვა.

გამომძიებლებმა კონფისკაციის შედეგად წაიღეს ლოსიკი კომპიუეტრი, ნოუთბუკი და მისი ტელეფონი.
საპატიმროში მყოფმა ლოსიკმა შარშან დეკემბერშიც გამოაცხადა პროტესტის ნიშნად შიმშილობა მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის ორი მუხლით, რაც 3-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზების და მასობრივი არეულობის მომზადებაში მონაწილეობისთვის.

ლოსიკის გარდა ბელარუსის ციხეებში რამდენიმე ასეული დისიდენტი იმყოფება, მათ შორის, პრეზიდენტობის ყოფილი სავარაუდო კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა და ოპოზიციის პრეზიდიუმის წევრი მარია კალესნიკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებაში.

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის გარემოცვას.

XS
SM
MD
LG