Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიმართა საპროტესტო აქცია "არ დავთმობთ ბულვარს!"


ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების წინააღმდეგ აქტივისტებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. სამშენებლო ღობეზე წარწერები დატოვეს, კარვები გაშალეს და ველოსიპედები დააყენეს, იმისთვის რომ, როგორც აქტივისტმა აზა გაბუნიამ თქვა, ყველამ გაითავისოს, რომ ბულვარი არის რეკრეაციული სივრცე, დასასვენებელი და სასეირნო ადგილი და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკის შუაგულში მშენებლობა დაუშვებელია.

ბულვარის დამცველებს საჩივარი აქვთ შეტანილი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ითხოვენ გაუქმდეს მიმდინარე წლის დასაწყისში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა, რომლითაც "ამბასადორ ბათუმს" ბულვარის ცენტრალურ შადრევნებთან 4-სართულიანის ნაცვლად 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება ეძლევა. სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბულვარს ხელყოფს. კულტურის სამინისტრომ ბათუმელების საჩივარი 17 მარტს უნდა განიხილოს.

XS
SM
MD
LG