Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა თევდორაძე: ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელსაც არ ეყოლება პოლიტპატიმრები


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, გოჩა თევდორაძე, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში, აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, ქვეყანას ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო განცხადება, რაც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინა ხელისუფლების ქმედებებმა. არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი - ამას ბევრი კრიტერიუმი განსაზღვრავს, რომ იყოს ადამიანი პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ ის, რომ პოლიტიკური ელფერი ამ საქმეს უკვე აქვს და ხელისუფლებისგან შეძენილია, ეს ცხადია, ამას ჩვენც ვამბობთ. ამას ხელისუფლება არაერთხელ აკეთებს, შემდეგ იყენებს სავაჭროდ, ასე მოხდა 8 მარტსაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმთავრესი თემაა ვადამდელი არჩევნები და სასამართლო სისტემა და აქვე ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელსაც არ ეყოლება პოლიტპატიმრები", - უპასუხა თევდორაძემ რადიო თავისუფლებას ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. მელიას დაპატიმრების შემდეგ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები განაახლეს და მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვადამდელ არჩევნებს.

XS
SM
MD
LG