Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან "რუსთავის ციხემდე" ავტომსვლელობა მოეწყო


თბილისიდან "რუსთავის ციხემდე", სადაც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიაა, ავტომსვლელობა მოეწყო. მოქალაქეები და პოლიტიკოსები მსვლელობაში მის მხარდასაჭერად ჩაერთვნენ, ისმოდა მანქანის საყვირების ხმაც.

"დღეს შენ გებრძვის რუსეთი. არა მარტო შენ დაგაკავეს, ჩვენ ყველა დაგვაკავეს. ჩვენ, შენთან ერთად, უფრო მეტად თავისუფლები ვართ, ვიდრე "ქართული ოცნება"; ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის პირადი მონაა; ვიდრე ღარიბაშვილი - სამარცხვინო", - თქვა ციხესთან სიტყვით გამომსვლელმა ერთ-ერთმა პირმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

XS
SM
MD
LG