Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია: იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას „ფეისბუკზე" ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე!

მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!" - აცხადებს ლომჯარია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო.

ნიკა მელია ამჟამად ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ის არ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG