Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 თებერვლიდან რესტორნები აკრძალვის მიუხედავად მუშაობას დაიწყებენ


შაბათს, 6 თებერვლიდან რესტორნები, აკრძალვების მიუხედავად, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ყველა დეტალთან დაკავშირებით ხვალიდან ისაუბრებენ, დღევანდელი მონაცემებით კი პროტესტს 200-მდე რესტორანი უკვე შეუერთდა.

2 თვეა, 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით რესტორნებს შეუძლიათ მხოლოდ "გატანის სერვისით" მუშაობა, ადგილზე სტუმრის გამასპინძლება კი 10 000 ლარით ისჯება. 1 თებერვლიდან (შაბათ-კვირის გარდა) სტუმრების ღია სივრცეში გამასპინძლების უფლება მიეცა ბათუმის რესტორნებს.

სარესტორნო ბიზნესი აცხადებს, რომ ახლა უკვე გადარჩენისთვის იბრძვიან და მზად არიან რეგულაციების პირობებში, წესების დაცვით იმუშაონ. ამ მოთხოვნით მათ აქცია შაბათს მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს, თუმცა არაფერი შეცვლილა. მათ ამ დრომდე არ იციან, როდის მიეცემათ მუშაობის უფლება.

XS
SM
MD
LG